სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი” მიმდინარეობს

„ევროპის დღეები – 2018”-ის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი” მიმდინარეობს.

სტუმრებს სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ჯანელიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართეს.

გამომსვლელებმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სემინარის განმავლობაში, ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებს ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.