სემინარი ბახმაროში

არჩევანი დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ – ამ თემაზე ბახმაროში სემინარი მიმდინარეობს. დისკუსიაში აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობენ. პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარი ბახმაროში, კურორტის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით ტარდება. პოლიტიკური სკოლის წლევანდელი სემინარი, პოეტ გრიგოლ მეგრელიშვილის ხსოვნას ეძღვნება. დემოკრატიისა და არჩევნების თემაზე დისკუსია სამ დღეს გაგრძელდება.