სემეკმა „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

პროექტის ფარგლებში, რომელიც პირველად ჩატარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, სს „თელასის“, შ.პ.ს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შ.პ.ს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების პროცესი შემოწმდა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები და მათ შესასრულებლად ვადები განესაზღვრათ.

კვლევა მოიცავდა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადის ჩაბარებასა და ხუთი დღის განმავლობაში კომპანიების მიერ მათზე რეაგირებას.