სემეკის წევრის, გიორგი ფანგანის განცხადება

ვინ უნდა იზრუნოს საქართველოში ბუნებრივი აირის მიმართულებით უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდაზე.

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ეს პირველ რიგში უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე. კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ამბობს, რომ უწყება მზად არის, ჩაერთოს სამუშაოში. ის ურჩევს ენერგოომბუდსმენს შესაბამისი წინადადებით მიმართოს მთავრობას. ერთ-ერთ გამოსავლად ფანგანი ისეთი კომპანიების ლიცენზირებას ასახელებს., რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან შიდა მოხმარების ქსელების კონტროლზე.