სემეკის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიში

სემეკის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმენენ დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე. ირინა მილორავა დეტალურად ისაუბრებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ ძირითად ტენდენციებზე, მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე.

სემეკის მუშაობას აკრიტიკებენ საპარლამენტო უმცირესობაში და კითხვები თავმჯდომარესთან სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით აქვთ. უმრავლესობაში კი ძირითად აქცენტს სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებასა და გამოწვევებზე აკეთებენ.