სემეკის სხდომა

საოჯახო სასტუმროებისთვის შესაძლოა წყლის ტარიფი შეიცვალოს.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ე.წ. ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა დაასრულა. პროექტის მიხედვით, საოჯახო სასტუმროებში სასმელი წყლის აღრიცხვა არა სულადობრივად, არამედ მრიცხველის მიხედვით მოხდება. დადგინდება მინიმალური ზღვარი. იმ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის მოხმარებული რაოდენობა გადააჭარბებს ფიქსირებულ ზღვარს,  წყლის ღირებულება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით განისაზღვრება.

პროექტის განხილვები სამუშაო ფორმატში დღეს დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია აპრილის ბოლოს მიიღებს.