სემეკ-მა ჯორჯიან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილების მიხედვით, GWP-ს 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რომლის გადახდაც კომპანიას გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ათ სამუშაო დღის ვადაში ევალება. მიზეზი – რუსთავის წყალმომარაგებაში კომპანია GWP-ს მხრიდან დაშვებული დარღვევებისა და საინვესტიციო გეგმით შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილებაა. ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა GWP აღნიშნულ გადაწყვეტილებას, თუმცა სხდომაზე წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ კომპანია ქალაქ რუსთავში დაწყებულ პროექტებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებს.
რუსთავის მერიამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას საკითხის შესწავლის თხოვნით მიმდინარე წლის 27 ივნისს მიმართა. კომისიის წევრებმა გამოვლენილი დარღვევების შესახებ 5 სექტემბრის სხდომაზეც იმსჯელეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი დღეს გამოაცხადეს.