სემეკ-ის უფლებამოსილება იზრდება - განხილვა პარლამენტში  

სადავო ხდება ის კანონპროექტიც, რომელიც სემეკ-ის უფლებამოსილებას ზრდის.

პარლამენტში უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვით ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომპანიებმა საკუთარი წილების გასხვისება მარეგულირებელ კომისიასთან უნდა შეათანხმონ. ცვლილებების მომხრეების მთავარი არგუმენტი იმ რისკების დაზღვევაა, რომლებიც წყალმომარაგების და ენერგეტიკის სფეროში გამოუცდელი ან ამ სექტორისთვის საფრთხის შემცველი კომპანიების შემოსვლამ შეიძლება შექმნას. როგორც ჩანს, ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე ჩაივლის. ცვლილებების უშუალო ადრესატები კი ამ ეტაპზე შეფასებისგან თავს იკავებენ.