სემეკ-ის სხდომა
სემეკ-ის სხდომა, რომელზეც 24-25 ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. თავმჯდომარის დავით ნარმანიას განაცხადებით, კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნა გადაეგზავნება დაინტერესებულ პირებს და კომპანიებს, რათა წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები, რის შემდეგაც, ორი კვირის ვადაში კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის განიხილება კომპანიების სანქცირების საკითხიც. ნარმანიას განაცხადებით, მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ნაბიჯების დროულად გადადგმის შემთხვევაში 24 და 25 ივლისს მომხდარი სისტემური ავარიების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა .