სემეკ-ის კვლევა

სემეკმა ე.წ „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ახალი ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში,  შემოწმდა საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი 10 კომუნალური მომსახურების კომპანიის სერვისების შესაბამისობა სემეკის მიერ დადგენილ სტანდარტებთან. გამოვლინდა ახალი დარღვევები, ასევე გადამოწმდა წინა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები და  მათი აღმოფხვრის მიზნით, სემეკის მიერ კომპანიებისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი.

კომპანიებს ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვე აქვთ. სემეკში არ გამორიცხავენ, რომ განმეორებითი შემოწმების შემდეგ, ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში, ფულადი სანქციები აამოქმედონ.