სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 6.50 %-ზე დატოვა

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება გრძელდება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარსა და 90 თეთრს აღემატება.

ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კურსი 2 ლარისა და 91 თეთრის ფარგლებშია. კურსის ამ მაჩვენებლის მიუხედავად, ინტერვენციის აუცილებლობას ვერ ხედავენ ეროვნულ ბანკში.

სებ-მა დღეს უცვლელი დატოვა რეფინანსირების განაკვეთი 6.5 პროცენტზე.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელშია. ლარის კურსი კი რეალურზე მეტად არის გაუფასურებული, შესაბამისად, გვენეტაძე კურსის კლებას ვარაუდობს.