„სეანსი“ საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს პირველ არხზე დღეიდან სერიალი „სეანსი“ იწყება. ნამუშევარი HBO-ს In treatment-ის ქართული ანალოგია. უპრეცედენტო პროექტს მაუწყებელი „ნოვა პროდაქშენთან“ ერთად ახორციელებს.

„სეანსი“ ფსიქოლოგიური დრამაა და სერიალის ძირითადი სიუჟეტი აგებულია ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ურთიერთობაზე. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება – ეს ის პრობლემებია, რომლებიც ფსიქოლოგიური „სეანსის“ გმირებს აწუხებთ.

პირველი სეზონი 45 სერიისგან შედგება და მასზე რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა იმუშავა.

„სეანსი“ ეთერში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 22:00 საათზე გავა.