„მშვიდობიანი დამხობის“ ჩავარდნილი გეგმა და ვერსიები, რომლითაც აქციის მონაწილე პოლიტიკური აქტორები შაბათს განვითარებული პროცესების ახსნას ცდილობენ.
როგორ აპირებდნენ ორგანიზატორები ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობას, მოხდა თუ არა გეგმის ცვლილება და რატომ არ დასრულდა სცენარი იმ შედეგით, რაც წინასწარ ცხადდებოდა – ამ კითხვებზე პასუხებს ახლა ორგანიზატორებისგან ელოდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც 4 ოქტომბრის გეგმის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ხელმძღვანელ პაატა ბურჭულაძესთან ერთად აქციის მზადებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. განცხადებებში ახსენებენ პროვოკაციას, ღალატსა და მოღალატე გავლენიან ადამიანებსაც. თავის მხრივ ღალატზე მიანიშნებს პოლიტიკაში დაბრუნებული მსოფლიო ბანის შვილიც, რომელიც ამტკიცებს, რომ შაბათის გეგმა ძალადობას გამორიცხავდა. ფაქტია ისიც, რომ აქციის ორგანიზატორი თუ მხარდამჭერი პოლიტიკური აქტორების განცხადებები ერთმანეთს აცდენილია. შესაბამისად, არ არსებობს პასუხი კითხვაზე – ვინ იღებს შაბათის ძალადობრივ მოვლენებზე პასუხისმგებლობას. ამ ფონზე სულ უფრო მწვავდება იმ პარტიების რიტორიკა, რომლებიც 4 ოქტომბრის გეგმას თავიდანვე გაემიჯნენ ან დისტანცირდნენ.