საზოგადოებრივი სივრცის პროექტი რუსთავში

15:22, 15.08.2026

რუსთავში შიდასაუბნო დასასვენებელი და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. თოდრიას ქუჩაზე დაგეგმილი საზოგადოებრივი სივრცის პროექტი ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის დელეგატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნეს.

პროექტით გათვალისწინებულია: საფეხმავლო ბილიკების, დეკორატიული ფილების, გარე განათებისა და სარწყავი სისტემის მოწყობა. დაირგვება 200-მდე ხე-მცენარე, განხორციელდება არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაციაც. ანალოგიური სამუშაოები რუსთავში ექვს სხვადასხვა მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს.

მსგავსი