საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა – სკოლას, ოჯახს, საზოგადოებას, თუ ყველას ერთად?

ფაქტია, რომ დღის საათებში თბილისის ცენტრში 16 წლის ორი მოზარდის მკვლელობას ბევრი თვითმხილველი და ცოტა მოსაუბრე ჰყავს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რატომ ვერ მოხერხდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში კონფლიქტის დროულად განმუხტვა და მსხვერპლის თავიდან აცილება.

დუმილის სინდრომმა პრობლემა შექმნა გამოძიების ეტაპზეც. ოფიციალურ დონეზე დასტურდება, რომ თვითმხილველების და მოწმეების დიდი ნაწილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.