საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია

ბიზნესიდან პოლიტიკაში.

პარტიის შექმნამდე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „ლელო“ ოფიციალურად დააფუძნეს. პრეზენტაციის ადგილად კი ანაკლია შეირჩა.

პოლიტიკური პარტიის შექმნა ოქტომბერში იგეგმება, მანამდე კი ბიზნესმენებმა საზოგადოებას ანაკლიის სანაპიროდან მოძრაობის მიზნები გააცნეს და მთავარ ამოცანად ქვეყნის ახალ რელსებზე გადაყვანა, სამუშაო ადგილების შექმნა, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება, დეოკუპაცია და სამართლიანი გარემოს შექმნა დაასახელეს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი თანამშრომლობას არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აპირებს. გეგმაშია საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ლიდერების მოძებნა ყველა სფეროდან, თუმცა არა პოლიტიკიდან.

რეაქციები არაერთგვაროვანია. სკეპტიკური განწყობაა მმართველ გუნდში, რომელმაც დღეს ბიზნესმენებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ვალდებულებები შეახსენა.

ყველაზე მწვავედ დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გააკრიტიკა, გასხვავებით თანაგუნდელებისგან.