საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები

ჯონათან სთოუნმენმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები შეიმუშავა.

საქართველოს პირველმა არხმა წინასაარჩევნოდ ჟურნალისტები გადაამზადა. ტრენინგებს „ბიბისის“ ტრენერი ჯონათან სთოუნმენი დისტანციურ რეჟიმში ორი კვირის განმავლობაში ატარებდა.

ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა – მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, სიზუსტე, სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება.

ჯონათან სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორისა და მკვლევრის პოზიციებს იკავებდა, საბოლოოდ კი BBC World Service-ის ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი გახდა. ამჟამად სთოუნმენი საკონსულტაციო კომპანია Stonepeople Media-ს მართავს.