საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა დღეს საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. მათი მოსმენა და კონცეფციების საჯარო განხილვა დასრულდა. შესარჩევია ბორდის სამი წევრი. კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში ცხრა მსურველმა მიიღო მონაწილეობა. დოდო შონავამ კი კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და გასაუბრებაზე არ მივიდა, რის გამოც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიიდან მოიხსნა. კენჭისყრის შემდეგ შერჩეული სამი კანდიდატი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა. გასაუბრების პროცესში კანდიდატებმა ვრცლად ისაუბრეს, თუ როგორ ესახებათ ტელევიზიის განვითარება და სამეურვეო საბჭოში საკუთარი ფუნქცია. კანდიდატებს შორის არიან დავით ახვლედიანი, ელისო გაბადაძე, თეონა გეგელია, ვიქტორ გოგაშვილი, თეიმურაზ კეკელიძე, ბეგლარ ლოლუა, გია მურღულია, ლადო ტატიშვილი, დავით ქართველიშვილი. სამი ვაკანტური ადგილიდან ერთი მმართველი პარტიის, ორი კი ოპოზიციის კვოტაა.