საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხის განხილვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე

ყველა კერძო მედია გამოხატავს და იცავს მისი მფლობელის მსოფლმხედველობას, ან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ეს ჩვეულებრივი და ნორმალური ამბავია,  მით უმეტეს, როდესაც ღიად არის ცნობილი მფლობელის ვინაობა. ამავე დროს, არ არის გამორიცხული, კერძო მედიამ ქვეყანაში მიმდინარე მოცლენები მისი მფლობელის ინტერესების შესაბამისად გააშუქოს, რაც ხშირად ხდება. სწორედ ამიტომ გაჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. ეს არის მედია, რომელიც მთელ საზოგადოებას ეკუთვნის და რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფი ვერ აიძულებს მათი ინტერესების გატარებას. ამავე დროს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა  წარმოაჩინოს ქვეყანაში არსებული მრავალფეროვნება და ხელი შეუწყოს კულტურათა დიალოგს. იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გავლენებს არ დაემორჩილოს, მისი დაფინანსება დამოკიდებული არ უნდა იყოს ხელისუფლების ნებაზე და მის საქმიანობაში ვერავინ უნდა ერეოდეს.

გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში დაარეგისტრირა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკუთარი ვერსია, რომლითაც 12 წლის წინ მისივე პარტიის მიერ მიღებული წესის შეცვლას ითხოვს. გოცირიძის ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო სტრუქტურად უნდა გადაკეთდეს და ხელისუფლებისგან მართული გახდეს. რაც შეეხება იმ კანონპროექტს, რომლის განხილვა ცხრა თვეა მიმდინარეობს და რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, მას პარლამენტში დღეს უმრავლესობის ნაწილიც დაუპირისპირდა.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხმაურიან სხდომაზე მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტი.

დატოვე კომენტარი