საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. სამეურვეო საბჭოს წევრები კენჭისყრას იწყებენ. მათ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ესენი არიან: თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე. პირდაპირ ეთერში გთავაზობთ პროცესს.

გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება სამეურვეო საბჭომ გუშინ გამართა. მისი პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე განხორციელდა.

სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების დასრულებისას განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.