საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევა

12:03, 29.07.2026

საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს – დილიდან სამეურვეო საბჭოს წევრები თინათინ ბერძენიშვილს უსმენენ. გენერალური დირექტორობის კანდიდატმა პრეზენტაცია წარადგინა. თინათინ ბერძენიშვილმა ძირითადი აქცენტი უკვე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გააკეთა. პროცესი გაგრძელდება კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეგახსენებთ, თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით იყრის კენჭს.

მარიკა შალიკაშვილი მუშაობს თემაზე და გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

მსგავსი