საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესaობით, საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს. მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო.  ვასილ მაღლაფერიძის გარდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი არ დასახელებულა. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს.