საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის არჩევა

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სამი ახალი მეურვე ყავს.

პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრებად ზაზა აბაშიძე, გრიგოლ მურღულია და ბონდო მძინარაშვილი დაამტკიცა. ზაზა აბაშიძის კანდიდატურას 98-მა დეპუტატმა მისცა ხმა. არც ერთი წინააღმდეგი. ბონდო მძინარაშვილის კანდიდატურა 95 მომხრე და 13 წინააღმდეგი ხმით დამტკიცდა. გრიგოლ მურღულიას 92-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძესა და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.