საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ავტომობილები

დღეიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ავტომობილები მოემსახურება. 2017 წელს გამოშვებული 20 ერთეული „სუძუკი-ვიტარა“ ამორტიზებული ავტოპარკის დიდ ნაწილს ჩაანაცვლებს. მანქანების შესყიდვაზე პირველმა არხმა ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული კომპანია პირველ არხს თითო ავტომობილს 36 441  ლარად აწვდის, რაც საბაზრო ღირებულებაზე თითქმის 12 ათასი ლარით ნაკლებია.

„სუძუკი-ვიტარა“ მაღალი გამავლობისაა. მათი ნაწილი რეგიონალურ ბიუროებს მოემსახურება.