საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გულის შეტევით გარდაიცვალა

16:16, 31.03.2018

26 წლის ასაკში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გულის შეტევით გარდაიცვალა. ის მაუწყებელში ბოლო ერთი წელი „დილის ტალღაში“ მონტაჟის რეჟისორის პოზიციაზე მუშაობდა.

თანამშრომლის გარდაცვალების გამო, დღეს ეთერში არ გავიდა გადაცემა „დილის ტალღა“. საზოგადოებრივი მაუწყებელი და პირველი არხი, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.

 

მსგავსი