საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის კამპანიას უერთდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის EBU კამპანიას უერთდება სახელწოდებით „სეი-ჰაი“. ის ბავშვებში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლასა და მსოფლიოში მეგობრობის ხელშეწყობას ემსახურება. 12 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათზე, ბავშვები მსოფლიოს გარშემო საერთო სიმღერითა და ცეკვით ერთიანდებიან. 13 ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნორვეგიის მაუწყებლის მიერ შექმნილი სიმღერის მაგალითზე ჩაწერა სიმღერა საკუთარ ენაზე და უზრუნველყო სპეციალურად შექმნილი ცეკვის ქორეოგრაფიის გავრცელება. სიმღერას ქართულ ენაზე და ცეკვას გადაცემა „რანინას“ კონკურსანტები ასრულებენ.

დატოვე კომენტარი