საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმება
სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. ინსპექტორები ბათუმის, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე მუშაობენ. სპეციალისტები ამოწმებენ სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და დამზადების პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას და ნედლეულის მიკვლევადობას. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, ბიზნესოპერატორებს აცნობს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და გასცემს რეკომენდაციებს.