საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი მთავრობას უფლებას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გარკვეული შეზღუდვები 2021 წლის პირველ იანვრამდე დააწესოს - ოპოზიციის წინააღმდეგობა და ხელისუფლების არგუმენტები

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა სადავო კანონპროექტი დაამტკიცა.

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის ცალკეული შეზღუდვების დაწესება პირველ იანვრამდე შეუძლია. ორი თვის წინ ასევე ხმაურით მიღებული პროექტის მიხედვით კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ეს უფლება 15 ივლისამდე ჰქონდა მინიჭებული. ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებას და პროცესიდან პარლამენტის გათიშვას ოპოზიცია არაკონსტიტუციურად აცხადებს და ვარაუდობს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებას მმართველი გუნდი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. დავა შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდეს.