საზოგადოებრივი ჯანდაცვის განახლებული ცენტრი
სამტრედიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განახლებული ცენტრი გაიხსნა. შენობა სრულად აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. გაიმართა „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის დასკვნითი ღონისძიება რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას სკრინინგი ჩაუტარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადგილობრივებს სხვადასხვა სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ, სრულიად უფასოდ.