საზოგადოებრივი დარბაზის პრეზენტაცია 

21:20, 17.10.2026

მწერალთა სახლში „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზის“ პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივა ღია, თავისუფალი სადისკუსიო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭირო ცვლილებებზე იმსჯელონ.

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, საზოგადოებრივი დარბაზი ნეიტრალიტეტის იდეის და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მხარდაჭერის მიზნით იქმნება. დარბაზის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიები, საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებები, კულტურული აქტივობები და მოქალაქეთა ინიციატივების მხარდაჭერა იქნება.

მსგავსი