საზოგადოებრივი აზრის კვლევა

საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე.

მესამე სექტორი 2006 წელს მიღებულ კანონს აპროტესტებს. კერძოდ, კანონის მიხედვით, ტელეკომპანიების მიერ წინასაარჩევნოდ დაკვეთილი კვლევების გამოქვეყნებამდე, მათი სანდოობა და ობიექტურობა უნდა გადამოწმდეს.

შეხვედრას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები ესწრებოდნენ. კომისიის წევრის, ვახტანგ აბაშიძის განმარტებით, კომისია მედიასაშუალებების მიერ დაკვეთილ კვლევას იმ შემთხვევაში გადაამოწმებს თუ კომისიას კვლევის არასანდოობასთან დაკავშირებით არგუმენტირებული საჩივრით მიმართავენ.