საზოგადოებრივი აზრის კვლევა   

ანაკლიის პროექტი ენდიაის ახალ გამოკითხვაში მოხვდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, ქვეყნისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს.

რაც შეეხება საზოგადოებრივი განწყობის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს: პოლიტიკოსების რეიტინგებში ჯანდაცვის მინისტრი და თბილისის მერი ლიდერობენ, კახა კალაძე პირველ ადგილზეა ლიდერების რეიტინგშიც.

რესპონდენტთა დიდი ნაწილი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს და ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა ასევე უმრავლესობა, მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს სასამართლოზე, საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლაზე და საზოგადოების პოლარიზების მიზეზებზეც.