საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ყრილობა
თეატრ სახელოსნო „42“-ში საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართა. ასამბლეა სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენლისგან შემდგარი საინიციატივო გუნდია, რომელიც, მათივე თქმით, საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ შეიკრიბა.
 
ყრილობა მზია ამაღლობელისა და თემურ ქათამაძისთვის სოლიდარობის გამოცხადებით გაიხსნა. ასამბლეის წევრების განმარტებით, საზოგადოებას აქვს კრიზისის გადაჭრის პასუხისმგებლობა და ისტორია აჩვენებს, რომ ერთიანობით კრიზისის დაძლევა შესაძლებელია. ყრილობაზე განიხილეს არსებული პოლიტიკური პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრის გზები, მექანიზმები და ის, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას. ინიციატივას მხარს უჭერს 20-ზე მეტი განსხვავებული ინტერესჯგუფი, რომელიც 3 000-ზე მეტ პირს აერთიანებს. მათ შორის არიან ემიგრანტები.