საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დაათვალიერეს მაუწყებლის ახალი შენობა, ახალი და მიმდინარე ამბების, რადიოსა და სხვადასხვა გადაცემების სტუდიები. გაეცნენ თანამშრომლების მუშაობას. დასასრულს კი შეხვედრა გამართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან, რასაც მენეჯმენტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.