საზოგადოებრივ-ინტელექტუალური პლატფორმის დაფუძნება

18:28, 20.10.2026

შეიქმნა საზოგადოებრივ-ინტელექტუალური პლატფორმა „თანხმობა ახალი საქართველოსთვის“, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავებაა. პლატფორმა დარგობრივი სამუშაო ჯგუფების მეშვეობით იმუშავებს. მასში მონაწილეობა შეეძლება ყველა პროფესიონალს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად. ორგანიზაცია ასევე გეგმავს დემოგრაფიული, საგადასახადო, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, თვითმმართველობისა და საკონსტიტუციო რეფორმების ინიციატივების მომზადებას, ასევე კონფლიქტის ზონებში ნდობის აღდგენის ხედვის შემუშავებას.

მსგავსი