საზოგადოების ნაწილი 7 ნოემბრის თარიღს სხვადასხვა აქტივობით ეხმაურება

საზოგადოების ნაწილი 7 ნოემბრის თარიღს სხვადასხვა აქტივობით ეხმაურება. “მე ვიცავ თავისუფლებას’’ ლოზუნგით დღეს რუსთაველის თეატრში, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბებიან.

როგორც აქციის წევრები განმარტავენ, შეკრების მთავარი მიზანია, მოსახლეობას წინა ხელისუფლების მმართველობის წლები შეახსენონ. დღესვე რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობა “არა ნაციზმს მშვიდობიან მსვლელობას –„გვახსოვს 7 ნოემბერი“– გამართავს.

სახალხო მოძრაობის დამფუძნებლები: შვილმოკლული მშობლები, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დაზარალებული ადამიანები და ახალგაზრდები მოუწოდებენ მოსახლეობას, გააქტიურდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და არ დაუშვან “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება.