საზოგადოების დაყოფა და სამოქალაქო კონფლიქტისკენ მოწოდება - სააკაშვილის წერილი
საზოგადოების დაყოფის მცდელობა და სამოქალაქო კონფლიქტის საშიშროება – საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ექსპრეზიდენტის წერილს, რომელიშიც მიხეილ სააკაშვილი „ორად გაყოფილ საქართველოზე“ წერს. ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ მომხრეებს ცივილიზაციის ნაწილად განიხილავს, მოწინააღმდეგეებს კი – ბარბაროსებად აცხადებს. მეორე მხარეს მდგომ მოქალაქეებს სააკაშვილი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს და მათთან თანაცხოვრებას გამორიცხავს.
მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტის წერილს მხარდამჭერები მხოლოდ მისსავე პარტიაში გამოუჩნდნენ. სხვა ოპოზიციური პარტიებში კი სააკაშვილმა მხოლოდ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. გარდაუვალ სამოქალაქო კონფლიქტზე მინიშნებების პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტი პარტიების ერთიანობის მნიშვნელობაზეც საუბრობს. თუ საპასუხო რეაქციებით ვიმსჯელებთ, ოპოზიციური კოალიციის ჩამოყალიბება ნაკლებ სავარაუდოა. მანამდე კი, მმართველი გუნდი ყოფილი ხელისუფალის რიტორიკას გარე დავალებების გაგრძელებად და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილის კიდევ ერთ აღიარებად განიხილავს.