საზღვრისპირა სოფლის პრობლემები

საქართველოს მოქალაქეები საზღვრისპირა სოფელს ტოვებენ.

კასრისწყალი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად, შირაქის  ვაკეზე მდებარეობს. სოფელი რაიონული ცენტრიდან 162 კილომეტრითაა დაშორებული.  ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას ეწევა. ბოლო წლების განმავლობაში სოფელი მოსახლეობისგან მასობრივად იცლება.

მიგრაციის მთავარ მიზეზად არსებული პირობები სახელდება. კასრისწყალში მთლიანად მოშლილია ინფრასტრუქტურა, არ არის აფთიაქი, მაღაზია, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები.