საზღვრისპირა სოფლის პრობლემები

მოგიყვებით სოფელზე, სადაც ათეულობით საცხოვრებელი სახლის სარდაფში წელიწადზე მეტია წყალი დგას. საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში დატბორვის გამო დაკეტილია სკოლა და საბავშვო ბაღი. ხანგრძლივი სინესტისგან საცხოვრებელი სახლები ავარიულია. მოსახლეობის გაუსაძლის მდგომარეობას ქვეწარმავლების მომრავლებაც ემატება.

რატომ ვერ ხდება ნიადაგში წყლის გაწოვა, რას ითხოვენ ადგილობრივები და რას გეგმავს ხელისუფლება არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები