საზღვრისპირა სოფელი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ვერხვიანი მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც წლების წინ ბერძნები ცხოვრობდნენ. მოგვიანებით მათ სოფელი დატოვეს და იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა. მათთვის, ვინც ვერხვიანში ჩასახლება გადაწყვიტა, არ არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი, ტრანსპორტი, მოუწესრიგებელია ადმინისტრაციულ ცენტრამდე დამაკავშირებელი გზა.
ადამიანები, რომლებმაც მძიმე პირობების მიუხედავად, თითქმის ნასახლარად ქცეულ სოფელს სიცოცხლე დაუბრუნეს, ნახეთ – რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟში #მოამბერეგიონები