საზღვრისპირა სოფელი ოფრეთი
საზღვრისპირა სოფელი ოფრეთი, რომელიც 700-მდე ბერძნული ოჯახით იყო დასახლებული, დღეს თითქმის დაცლილია. ადგილზე დარჩენილი 50-მდე კომლის ერთადერთ იმედად 1876 წელს დაარსებული სკოლა რჩება, სადაც ამჯერად პირველკლასელი არ მიუღიათ, ახალ სასწავლო წელს კი, მხოლოდ 9 მოსწავლით ხვდებიან. მკაცრი კლიმატის, დაცლილი სახლებისა და მცირეკონტინგენტიანი კლასების მიუხედავად, ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მაღალმთიან სოფელს მოსახლეობა დაუბრუნდება.
რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები