საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
ხუთი პირია დაკავებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით. ყველა მათგანი ბანგლადეშის მოქალაქეა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას, ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით ცდილობდნენ.
გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.