საზღვრის კვეთის შესაძლებლობა

საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს, რომელიც პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო თურქეთში სამუშაოდ გადასვლას ვეღარ ახერხებდა, საზღვრის კვეთის უფლება მიეცა.

101-მა პირმა შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა შეავსო და მეზობელ სახელმწიფოში სამი თვის ვადით გამგზავრებას შეძლებს.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომლებმაც თურქეთში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. პროცედურა მარტივია, პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის შეყვანის შემდეგ, განმცხადებელი იღებს აქტივაციის კოდს, რომლის შემდეგაც, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე, თურქეთიდან მიღებულ მიწვევას ტვირთავს. განმცხადებელს პასუხი უმოკლეს ვადაში, არა უგვიანეს შვიდ დღეში ეცნობება.