საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება

საქართველო ხუთ ქვეყანას, – გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს, – საზღვრებს გაუხსნის.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. აღნიშნული ქვეყნების მიმართულებით, რომლებთანაც საზღვარს უპირობოდ ვხსნით, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს კი, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვა, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

მარიამ ბერძენიშვილი ესაუბრა მინისტრებს და დაზუსტებულ ინფორმაციას  პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.

დატოვე კომენტარი