საზღვაო სეზონის გახსნა ანაკლიაში
ანაკლიაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ადგილზე მოეწყო საფესტივალო სივრცე. ბულვარში მოწყობილია ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ორი დღის განმავლობაში ჩატარდება სპორტული ღონისძიებები და კონცერტები. სტუმრების განწყობაზე დღეს ჯგუფი ურსა და DJ გიგა პაპასკირი იზრუნებენ. ცნობისთვის, ახალი ტურისტული სეზონისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულად განაახლა ბულვარის ინფრასტრუქტურა, დაემატა საბავშვო ატრაქციონი, მოწესრიგდა პლაჟი. საზღვაო სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზატორები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და DMO სამეგრელო.