საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებები

საზღვაო კოდექსი იცვლება.

საპარლამენტო განხილვების პარალელურად სფეროს წარმომადგენლებთან დისკუსია მიმდინარეობს. ცვლილებების მიზნად პროექტის ინიციატორი დეპუტატები საზღვაო გადაზიდვების სფეროში კონკურენციის გაზრდას ასახელებენ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე წვდომა ყველა ოპერატორს თანაბრად ექნება. მოსალოდნელ ცვლილებებს არ ეთანხმება ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი, „ეიპიემ ტერმინალი“, რომელიც ფოთის პორტში ინფრასტრუქტურის გარკვეულ ნაწილს ფლობს. კომპანია სამართლებრივ დავას არ გამორიცხავს.