საზეიმო მიღება მთაწმინდაზე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა მთაწმინდაზე. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და ყველაზე ძვირფასია. მამუკა ბახტაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.