საზეიმო მიღება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

18:30, 25.05.2025

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვარშავაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია. კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები. ღონისძიება კონცერტით დასრულდა. შეკრებილებს პოლონეთში საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა.

მსგავსი