საზეიმო მიღება ბათუმში

28 მაისი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა საზეიმო მიღება გამართა. მიღებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან ერთად, მიწვეული იყვნენ ხელოვანები. მისასალმებელ სიტყვაში გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანისა და საქართველოს განსაკუთრებულ ურთიერთობებს, ასევე სტრატეგიულ პარტნიორობას და განაცხადა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. 28 მაისს ოფიციალური მიღება უკვე თბილისში აზერბაიჯანის საელჩოში გაიმართება.