საზეიმო ღვთისმსახურება ფოკის მამათა მონასტერში

ხარების დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში, მათ შორის ფოკის მამათა მონასტერში, სადაც საზეიმო ღვთისმსახურება გუშინ ღამითვე დაიწყო.

წირვა ფოკის წმინდა ნინოს მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მამა პაისმა ჩაატარა.